სპორტ ექსპრესი

ჩაკვეტაძე მინდორს უბრუნდება

თებერვალი 27, 2021 10:06

მიმდინარე სეზონში, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტის“ რიგებში ოდენ 4-ჯერ გამოჩნდა, რადგან ტრავმებმა გააწამა. ამის გამო მან ნოემბერში საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი მატჩებიც გამოტოვა და არავინ იცის, ის რომ ჩრდ.მაკედონიასთან დაპირისპირებაში მოედანზე ყოფილიყო მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

სასიხარულოა, რომ ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და მოედანსაც მალე დაუბრუნდება. უფრო სწორად, ქართველი ფეხბურთელი უკვე დაბრუნდა და „გენტის“ სარეზერვო გუნდშიც ითამაშა, თუმცა ეს ხომ საკმარისი არ არის.

ბელგიური გუნდის მთავარი მწვრთნელი ჰაინ ვანჰაეზებრუკი ადგილობრივ მედიასთან ჩაკვეტაძის შესახებ საუბრობს.

„მან სარეზერვო გუნდში ერთი ტაიმი ითამაშა. ეს უკვე ოპტიმიზმის და იმედის საფუძველს გვაძლევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და საგრძნობი პროგრესიც სახეზეა.

იმ ტკივილების შესახებ, რომელიც მას აწუხებდა ბოლო ხანს არაფერი მსმენია. ეს კი სასიხაროლოა და როგორც მისთვის, ასევე გუნდისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

დარწმუნებული ვარ, გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ძირითად გუნდს მიმდინარე სეზონში დაუბრუნდება“ – ამბობს „გენტის მთავარი მწვრთნელი.