სპორტ ექსპრესი

ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის დინამოს პირველი მეტოქე გაირკვა!

ივნისი 15, 2021 15:07

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

პირველ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონის, „დინამო თბილისის“ მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი, ბაქოს „ნეფთჩი“ იქნება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6/7 და 13/14 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას დინამო საკუთარ მოედანზე გამართავს, საპასუხო მატჩს კი ბაქო უმასპინძლებს.

 

დღესვეა დაგეგმილი უეფას ახალი ტურნირის, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, სადაც „დინამოსა“ და „ნეფთჩის“ წყვილში დამარცხებული გუნდის მეტოქე გაირკვევა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ხვალ, 16 ივნისს გაიმართება და თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.