სპორტ ექსპრესი

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი მწვრთნელები: იტალიელები ლიდერობენ

აპრილი 12, 2021 22:24

ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე დღემდე 65 სეზონი გამართულა და შესაბამისად ამდენივე ჩემპიონი გამოვლენილა. ამ პერიოდში ყველაზე მეტჯერ იტალიელმა მწვრთნელებმა მოიგეს ჩემპიონთა ლიგა - 11-ჯერ.

 

 

11 ჩემპიონობა 7 მწვრთნელზე ნაწილდება და ესეც რეკორდია: არცერთ სხვა ქვეყანას 7 მწვრთნელი არ ჰყავს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა მოუგიათ. იქვეა ესპანეთიც 10 ტიტულით და გერმანია (9). აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი სეზონი გერმანელი მწვრთნელების ტრიუმფით დასრულდა: ჰანს-დიტერ ფლიკი და იურგენ კლოპი.

ჩემპიონთა თასის/ლიგის ჩემპიონი მწვრთნელები ქვეყნების მიხედვით:

1. იტალია - 11 (კარლო ანჩელოტი (3), რობერტო დი მატეო, მარჩელო ლიპი, ფაბიო კაპელო, არიგო საკი (2), ჯოვანი ტრაპატონი, ნერეო როკო (2))

2. ესპანეთი - 10 (ლუის ენრიკე, პეპ გვარდიოლა (2), რაფაელ ბენიტესი, ვისენტე დელ ბოსკე (2), მიგელ მუნიოსი (2), ხოსე ვილიალონგა (2))

3. გერმანია - 9 (ჰანს-დიტერ ფლიკი, იურგენ კლოპი, იუპ ჰაინკესი (2), ოტმარ ჰიტფცელდი (2), უდო ლატეკი, დეტმარ კრამერი (2))

4. ინგლისი - 7 – (ჯო ფაგანი, ტონი ბარტონი, ბობ პეისლი (3), ბრაიან კლაფი (2))

5. ნიდერლანდები - 5 (ფრანკ რაიკაარდი, ლუის ვან გაალი, იოჰან კრუიფი, გუუს ჰიდინკი, რინუს პიხელსი)

6-7. არგენტინა - 4 (ლუის კარნილია (2), ელენიო ერერა (2))

6-7. შოტლანდია - 4 (სერ ალექს ფერგიუსონი (2), ჯოკ შტაინი, მეტ ბასბი)

8-10. საფრანგეთი - 3 (ზინედინ ზიდანი (3))

8-10. პორტუგალია - 3 (ჟოზე მოურინიო (2), არტურ ჟორჟე)

8-10. რუმინეთი - 3 (ემერიც იენეი, სტეფან კოვაშჩი (2))

11-12. ავსტრია - 2 (ერნსტ ჰაპელი (2))

11-12. უნგრეთი - 2 (ბელა გუტმანი (2))

13-14. ბელგია - 1 (რაიმონდ გუტლასი)

13-14. სერბეთი - 1 (ლიუპკო პეტროვიჩი)