სპორტ ექსპრესი

დანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა

ივნისი 12, 2021 22:19

კრისტიან ერიქსენის შეუძლოდ გახდომის გამო დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა გადაიდო. ინფორმაცია უეფამ ოფიციალურად დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია როდის განახლდება აღნიშნული დაპირისპირება, თუმცა გულშემატკივრებისთვის მთავარი რაც არის, კრისტიან ერიქსენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.

ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა ბელგიისა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც განრიგის მიხედვით, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაიწყოს.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის პირველი ტურში დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრის მიწურულს დანიის ნაკრების კაპიტანი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გაზონზე უგონოდ დაეცა.

ფეხბურთელს მაშინვე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, საბოლოოდ ექიმებმა ერიკსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას სავარაუდოდ გულის შეტევა დაემართა.