სპორტ ექსპრესი

დავით ხოჭოლავა კარიერას კოპენჰაგენში გააგრძელებს

ივლისი 6, 2021 08:39

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა კარიერას დანიაში გააგრძელებს. დონეცკის “შახტარმა” და “კოპენჰაგენმა” შეთანხმებას ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

ხოჭოლავა კოპენჰაგენს საკუთარ მომავალს 4 წლის ვადით უკავშირებს. 28 წლის ქართველი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ კი დანიელები უკრაინელებს 4 მილიონ ევროს  2+2 სისტემით გადაუხდიან.

დანიური და უკრაინული წყაროების თქმით, საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა მანამ სანამ ტრანსფერი არ გაოფიციალურდება, მხარეები ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

 

დავით ხოჭოლავა შახტარში 2017 წლიდან თამაშობს. მას შემდეგ დონეცკელთა შემადგენლობაში 81 შეხვედრა გამართა, აქედან 13 ევროტურნირებზე და თავი 3 გატანილი გოლით გამოიჩინა.