სპორტ ექსპრესი

"დედა მუდამ ლოცულობს ჩემზე..." - ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ბექაურის ემოციური მონათხრობი

ივლისი 31, 2021 15:02

ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ, პირველად ისაუბრა ჟურნალსიტებთან.

 

“ტვ პირველის” ერთ-ერთ გადაცემაში ბექაური სტუმრად იყო, სადაც ოლიმპიური ჩემპიონობის შესახებ და სხვა თემებზე ისაუბრა.

 

როდესაც მე ტატამზე ავდივარ, დედა ჩემს ბრძოლას ვერ უყურებს, იგი ამ დროს ეკლესიაში მიდის და ლოცულობს. თან ახლა ძალიან ნერვიულობდა, რადგან მე ტრავმა მაწუხებდა და ამ ფაქტს უფრო განიცდიდა”.