სპორტ ექსპრესი

დილას მოგება თელავში

აპრილი 12, 2021 22:20

ეროვნული ლიგის მერვე ტური „თელავის“ და გორის „დილას“ მატჩით დაიხურა, რომელშიც სტუმრებმა ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.

თელაველებმა, უკვე ზედიზედ 7 ტურია გამარჯვების გემო რა არის აღარ იციან. კახურ გუნდს აშკარად ცუდი პერიოდი უდგას.

წყვილის ფავორიტად გორელები ითვლებოდნენ და მათაც თავიანთ ქომაგებს იმედები არ გაუცრუეს.

 

გოლები პირველ და მეორე ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილმა და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს. ამ უკანასკნელმა მატჩის ბოლო წუთზე პენალტი გამოიყენა.

გორის „დილა“ 14 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა და მომდევნო ტურში 17 აპრილს ბათუმის „დინამოს“ მიიღებს.