სპორტ ექსპრესი

ემოციების ზღვა... გიორგი შაქარაშვილის და ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალებასა და დედის განცხადებას ეხმაურება

სექტემბერი 18, 2021 21:49

თბილისში ჩაცხრილული ნიკა კვარაცხელიას დედამ ემოციური განცხადება გამოაქვეყნა. როგორც განცხადებიდან ვიგებთ, 22 წლის ახალგაზრდის დედამ თავისი შვილის მკვლელებს დანაშაული შეუნდო და აპატია.

 

ამ ამბავს კი გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი გამოეხმაურა.

 

„უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა“… საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სრულიად ვეთანხმები ღირსეული დედის ღირსეულ სიტყვებს,“ – წერს ანი შაქარაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.