სპორტ ექსპრესი

ეს არის ზღაპარი - რამდენია ლეო მესის ხელფასი პსჟ-ში და რა პირობა დევს კონტრაქტში

სექტემბერი 18, 2021 14:51

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L´Équipe  აქვეყნებს კონტრაქტის დეტალებს, რომელიც ლეო მესისა და პსჟ-ის შორისაა გაფორმებული. 

 

გამოცემის მტკიცებით, ლეოს სეზონურ გასამრჯელოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს. ყოველ მომდევნო წელს კი თუ ის პარიზულ გრანდს არ დატოვებს, მას 10 მილიონი ევრო დაემატება. 

 

ამ შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით, ლეოს "პარკ დე ფრანსზე" 110 მილიონის გამომუშავება შეეძლება. 

 

საინტერესოა, რომ პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერის ნეიმარის გასამრჯელოც 30 მილიონი ევროა, თუმა მის კონტრაქტში არის პუნქტი, სადაც წერია, რომ ყოველწლიურად მისი გასამრჯელო უფრო და უფრო დაიკლებს. 

 

საინტერესოა, რომ მესის ჯერჯერობით პარიზში სახლი არ უყიდია და სასტუმრშო ცხოვრობს.