სპორტ ექსპრესი

ეს ჩემი კარიერის გამორჩეული მატჩი იყო! – ხვიჩა კვარაცხელია

ნოემბერი 13, 2021 23:55

შვედეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ, დღევანდელი მატჩის მთავარმა გმირმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განვილი შეხვედრა შეაფასა:

„სანაკრებო და გუნდურ კარიერაში ორი გოლი პირველად გავიტანე. მეტოქის ასე დამარცხება მარტივი არ არის და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ჩემი კარიერისთვის გამორჩეული მატჩი სწორედ ესაა.

ვფიქრობ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ფეხბურთის ნაწილია, როცა ფეხბურთელი ხარ, სეთი რაღაცები ხდება, ამიტომ აჟიოტაჟი ჩემზე არ მოქმედებს. მინდა, გულშემატკივარს მადლობა ვუთხრა, ისინი ამ გამარჯვებაში დაგვეხმარნენ.

 

სტადიონი სრულად სავსე რეგულაციების გამო არ იყო და არც დინამო არენას მსგავსად, ბევრად მეტი ტევადობისაა, თუმცა ეს ნამდვილად არ იგრძნობოდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.