სპორტ ექსპრესი

"ეს იყო ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი შვილი საშუალო სიმძიმის იყო და ამის შემდეგ 40 წუთში გარდაიცვალა" - 20 წლის ფეხბურთელის მამამ პროკურატურას მიმართა

ოქტომბერი 7, 2021 16:03

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მა­მამ, ად­ვო­კატ­მა გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მო­თხოვ­ნით გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნა.

 

ად­ვო­კა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრ ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას მო­ი­თხოვს. მისი გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს მისი შვი­ლი 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამას­თან, გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა დევი ტა­ბი­ძემ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მისი შვი­ლი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის იყო, თუმ­ცა ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან 40 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ტა­ბი­ძეს მისი შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და.

 

„გან­ცხა­დე­ბა­ში ვი­თხოვ სას­წრა­ფოდ და­ი­წყოს ჩემი შვი­ლის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შეც­დო­მას, გულ­გრი­ლო­ბას, უყუ­რა­დღე­ბო­ბას, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას, ყვე­ლა­ფერ აღ­ნიშ­ნულ­ზე, რო­დე­საც და­ვი­კი­თხე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფერს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით წარ­მო­გიდ­გენთ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია თით­ქოს ჩემი შვი­ლი 12 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ჩემი შვი­ლი მკურ­ნა­ლობ­და თით­ქმის ერთი თვე - 11 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტებ­რამ­დე. პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, ეს იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, თით­ქოს ჩემი შვი­ლი სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის იყო და ამის შემ­დეგ 40 წუთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. რჩე­ბა გო­ნივ­რუ­ლი ეჭვი, რომ ჩემი შვი­ლის საქ­მე სა­ერ­თოდ არ იცო­და და ისა­უბ­რა ის, რაც არ უნდა ესა­უბ­რა”, - აღ­ნიშ­ნა გა­ი­ოზ ჩარ­კვი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 10 სექ­ტემ­ბერს, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და.