სპორტ ექსპრესი

ეს კვარაცხელიას ტრანსფერზე საბოლოო პასუხია?! - ნახეთ, წავა თუ არ ხვიჩა ზაფხულში "რუბინიდან"

ივლისი 31, 2021 14:03

წამყვან იტალიურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, "მილანი" აქტიურად ცდილობს, მოსკოვის ცსკა-დან 23 წლის ხორვატი ნახევარმცველი ნიკოლა ვლაშიჩი გადაიბიროს.

 

ერთადერთი, რაც ტრანსფერის განხორციელებას ხელს უშლის, ფეხბურთელის დიდი სატრანსფერო ფასია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ცსკა 30 მილიონ ევროს ითხოვს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი "სან სიროზე" იჯარის წესით გადაბარგდება, შემდეგ კი "ლომბარდიელები" მას გამოისყიდიან.

 

ვლაშიჩის გადაბირება "ზენიტსაც" სურს და 25 მილიონსაც იხდის, თუმცა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მხოლოდ "სან სიროზე" უნდა გადაბარგება.

 

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა და ეს გარიგება არ შედგა, "მილანი" "ატალანტადან" იოსიპ ილიჩიჩის
 
შეძენას შეეცდება.

 

ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, რომ ნახევარმცველის პოზიციაზე პაოლო მალდინის სიაში ეს 2 ფეხბურთელი ჰყავს და "როსონერი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე აღარ მუშაობს.
 
 
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ზაფხულს კვარაცხელიას ტრანსფერი პრაქტიკულად გამორიცხულია.