მსოფლიოს ძალიან ცნობილი გამოცემა, Football Galaxy ყვარლის “დურუჯის” სტადიონის ფოტოებს აქვეყნებს.
მოგეხსენებათ, “დურუჯი” მე-5 ლიგაში თამაშობს, მისი სტადიონი კი ძველი, XVI-XVIII საუკუნეების ციხესიმაგრის გალავანშია მოქცეული.
უცხოური გვერდი სწორედ ამ თემით დაინტერესდა:
“ეს ყველაფერი საქართველოს მე-5 დივიზიონში არის. ყვარლის “დურუჯი” თამაშობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრეში არსებულ მინდორზე. ამ არენას “ყვარლის ცენტრალური სტადიონი” ჰქვია და ის 1000 ადამიანზეა გათვლილი”, – წერს Football Galaxy.