სპორტ ექსპრესი

ფიბა-მ ბექა ბურჯანაძე მსოფლიო საკვალიფიკაციოს საუკეთესო 10 ფორვარდს შორის დაასახელა

ნოემბერი 24, 2021 11:49

მსოფლიოს 2023 წლის თასის შესარჩევი ეტაპის დაწყების წინ ფიბა-მ მსოფლიოს მასშტაბით გამოარჩია 10 მძიმე ფორვარდი, რომლების თამაშიც დიდ ყურადღებას იქცევს.

ათეულშია საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბეტისის“ თავდამსხმელი ბექა ბურჯანაძე.

„სევილიის „ბეტისის“ ფორვარდი სასარგებლოა როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრიდან, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით „ვალენსიასთან“ მატჩისას. 31 ოქტომბერს ქართველის დიდი დახმარებით (7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო) „ბეტისმა“ „ვალენსია“ სენსაციურად დაამარცხა – 84:81.

 

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ბურჯანაძე საშუალოდ 13.3 ქულას, 6.3 მოხსნასა და 1.5 პასს აგროვებდა,“ – ვკითხულობთ ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე.

ბექას გარდა ტოპ-10 მძიმე ფორვარდებში მოხვდნენ: აბუ გაკუ (ანგოლა), ჯეიმს ოკელო (უგანდა), ემანუელ ტერი (აშშ), ალექსანდრ ჩასანგი (საფრანგეთი), მატიას კალფანი (ურუგვაი), იოჰან ვოიტმანი (გერმანია), კაილ ვილტიერი (კანადა), მაკრამ ბენ რომდანე (ტუნისი), როდიონს კურუჩსი (ლატვია).

ტექსტში არაფერი წერია თორნიკე შენგელიაზე.  პუბლიკაციის ავტორმა თოკოს გვარი იმიტომ არ შეიტანა, რომ იგი ევროლიგის გუნდს წარმოადგენს. ევროლიგელებს კი მსოფლიოს ჩემპიონატის ნოემბრის ფანჯარაში არ უშვებენ. შენგელია გამონაკლისია, მას ცსკა-სთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით საქართველოს ნაკრებში უშვებენ. gbf.ge