სპორტ ექსპრესი

ფილ იაგიელკა პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

მარტი 4, 2021 13:34

"შეფილდის" 38 წლის მცველი ფილ იაგიელკა პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა. 

 

საქმე იმაშია, რომ ვეტერანმა მცველმა ინგლისის ჩემპიონატის 29-ე ტურში წითელი ბარათი მიიღო, რითიც ის მეორე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელიც მოედნიდან გააძევეს. 

 

მიუხედავად გაძევებისა, იაგიელკას "შეფილდმა" საკუთარ მოედანზე "ასტონ ვილას" 1:0 სძლია. 

 

რაც შეეხება ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელს, რომელიც პრემიერ ლიგის მატჩის მიმდინარეობისას გააძევეს, ის ლეგენდარული სტიუარტ პირსი გახლავთ, რომელიც მოედნიდან 38 წლისა და 341 დღის ასაკში მიაბრძანეს. 

 

იაგიელკა კი მსაჯმა მაშინ გააძევა, როდესაც ის 38 წლისა და 198 დღის გახლდათ.