სპორტ ექსპრესი

ფრუიძის ეფექტი – სამგურალმა დინამო დაამარცხა

აპრილი 25, 2021 22:52

ეროვნული ლიგის მეათე ტურში წყალტუბოს სამგურალმა 26 მაისის სახელობის სტადიონზე საქართველოს მოქმედ ჩემპიონს და მიმდინარე სეზონის ლიდერს, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

თბილისურ კლუბს აქამდე ჩემპიონატში ზედიზედ 6 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და სერია სწორედ სოსო ფრუიძის გუნდთან შეწყვიტეს.

წყალტუბოელებმა ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს. თავი სერგო კუხიანიძემ გამოიჩინა. ამის შემდეგ დინამოელებს რამდენჯერმე ჰქონდათ წონასწორობის აღდგენის მცდელობა, თუმცა რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს. ამასთას, სხვაობის გაზრდა „სამგურალსაც“ შეეძლო, მაგრამ უშედეგოდ. ფრუიძის გუნდმა მეორე ბურთი შეხვედრის მიწურულს გაიტანეს. გოლი გიორგი ბუხაიძის ანგარიშზეა.

 

ამრიგად, წყალტუბოელებმა ფრუიძის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე თამაში მოიგეს და ქობულეთის„შუქურასთან“ ჩამორჩენა 1-ქულამდე შეამცირეს. 10 ტურის შემდეგ ცხრილს კვლავ თბილისის „დინამო“ ლიდერობს, რომელსაც 22 ქულა აქვს, „სამგურალი“ კი 12 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.