სპორტ ექსპრესი

გამარჯვება მძიმე თამაშით

მარტი 6, 2021 23:10

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპას ახალი სეზონი წარმატებით დაიწყო. „ბორჯღალოსნები“ სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდნენ და 27:16 დაამარცხეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის გარკვეული მონაკვეთი ლუზიტანელთა უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრების თამაშში ბევრი ხარვეზი იყო.

48-ე წუთამდე საქართველო 6 ქულით აგებდა და ცხადია, გარანტირებული არაფერი ჰქონდა, მაგრამ მატჩის გარდამტეხ მომენტში უფრო მაღალმა სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა და ლევან მაისაშვილის გუნდმა გამარჯვება იზეიმა. მოდებაძემ, ბრეგვაძე, ბაბუნაშვილმა, მამუკაშვილმა და ჯალაღონიამ მეტოქის ჩათვლის მოედანზე 5 ლელო დადეს და საბოლოოდ 27:16 იმარჯვა და ბონუსიც ქულაც მოიპოვა.

დღესვე რუსეთის ნაკრებმა რუმინეთი 18:13 დაამარცხა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. საქართველო კი ჯგუფს 5 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 14 მარტს, სტუმრად ესპანეთთან გამართავს. მოგეხსენებათ, რაგბი ევროპას მიმდინარე გათამაშება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია და ამდენად, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს და შედეგი მთავარია.

პორტუგალია - საქართველო 16:27 (13:10)

ქულები: 3:0 პორტელა (12), 6:0 მარკესი (13), 6:5 მოდებაძე(19), 6:10 ბრეგვაძე (27), 11:10 როდრიგო (35), 13:10 მარგუეში (36), 16:10 მარგუეში (46), 16:15 ბაბუნაშვილი (48), 16:17 მათიაშვილი (49), 16:22 მამუკაშვილი (65), 16:27 ჯალაღონია (79)