სპორტ ექსპრესი

გარეთ ბეილი კარიერას მალე დაასრულებს

ივლისი 7, 2021 11:17

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Mirro იუწყება, რომ უელსის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" შემტევი გარეთ ბეილი მალე საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. 

 

გამოცემის მტკიცებით, ის 2022 წლის ზაფხულამდე აპირებს ფეხბურთის თამაშს (სწორედ აქამდე აკავშირებს რეალთან კონტრაქტი), შემდეგ კი ბუცებზე ლურსმანზე ჩამოკიდებს. 

 

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ უელსის ნაკრები 2022 წლის მუნდიალის საგზურს მოიპოვებს, ბეილი კატარში გასამართ მუნდიალზეც ითამაშებს და შემდეგ დაასრულებს საფეხბურთო კარიერას.