სპორტ ექსპრესი

გიგა ჭიკაძე: ვამაყობ, რომ ქართველი ვარ

იანვარი 14, 2022 11:28

UFC-ის ქართველმა მებრძოლი, გიგა ჭიკაძე თბილისის დროით 16 იანვარს, ოქტაგონზე კელვინ კატარს დაუპირისპირდება.

ქართველმა სპორტსმენმა დღეს პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებს უპასუხა:

– ყველას გვინახავს, თუ როგორ მეგობრობთ ქართველი მებრძოლები, როგორ ქომაგობთ ერთმანეთს. თქვენ შორის შეჯიბრი ხომ არ არის, რომელი გახდებით ჩემპიონი უფრო ადრე?

 

– რა თქმა უნდა. ეს საკმაოდ ჯანსაღი გამოწვევაა. მოხარული ვიქნები, თუ მერაბ დვალიშვილი მალე სატიტულო ბრძოლას მიიღებს, მაგრამ ახლა ჩემპიონი მისი მეგობარია და საჯაროდ განაცხადა, რომ სტერლინგის წინააღმდეგ არ იბრძოლებს. არის შანსი, რომ ტიტულისთვის მე ვიბრძოლო. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა მგონია, რომ ეს მოტივაცია ორივე ჩვენგანს აქვს. თანაც, ჩვენ გარდა, UFC-ში კიდევ რამდენიმე ქართველი მებრძოლია და ეს ძალზედ მახარებს.