სპორტ ექსპრესი

გიორგი ჭინჭარაულის სახალისო პოსტი - "ტალახაძის მუსტანგით ვმოძრაობ და.."

სექტემბერი 12, 2021 11:06

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული, Facebook-ზე ძალიან სახალისო პოსტს აქვეყნებს.

როგორც ჭინჭარაული წერს, ის ლაშა ტალახაძის მუსტანგით გადაადგილდება და მის დანახვაზე ყველა ასიგნალებს მისალმების ნიშნად, რაზეც მას საპასუხო სიგნალი უწევს.

"ტალახაძის მუსტანგით ვმოძრაობ და ავტო სიგნალი არ აქვს ნეტა ?! ვინც დაგისიგნალებს ამანაც რო დაუსიგნალოს ? დავიღალე, ყველა მესალმება და მეც ხო უნდა დავუბრუნო პასუხი

ისეეეე, რა მიყვარს მუქთა ბენზინიიიი",
- წერს ჭინჭარაული.