სპორტ ექსპრესი

გიორგი გულიაშვილი: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში დღეს შედგა

ნოემბერი 18, 2021 00:01

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ბათუმი არენაზე ინგლისი 3:2 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ გიორგი გულიაშვილმა კომენტარი გააკეთა.

“პირველად ვითამაშეთ ბათუმში ამ სტადიონზე, გულშემატკივარი მთელი თამაში ჩვენს გვერდით იყო და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო.

 

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა, ასეთი დონის მეტოქესთან პირველად ვითამაშეთ და მოხარული ვარ, რომ ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა ყველაფერი.

როდესაც ინგლისის ნაკრებს უტან 2 გოლს, რა თქმა უნდა ეს დღე ემოციური გამოდის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში სწორედ დღეს შედგა”, – განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

საქართველო, რუმინეთთან ერთად, 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელია და ტურნირში მასპინძლის სტატუსით ითამაშებს.