სპორტ ექსპრესი

გიორგი ჯიქია: მოსკოვში დავიბადე, მაგრამ ქართველი ვარ

ნოემბერი 24, 2021 11:51

მოსკოვის “სპარტაკის” და რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ რუსულ გამოცემა kp-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნებით ქართველია, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი რუსეთზე გააკეთა.

„დიახ, რუსი ეროვნებით არც ვარ. მოსკოვში დავიბადე, თუმცა ქართველი ვარ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს“, – განაცხადა ჯიქიამ kp-სთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, 27 წლის წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ნაკრებსა და მოსკოვის “სპარტაკში” 2017 წლიდან თამაშობს.