სპორტ ექსპრესი

გიორგი მამარდაშვილი დიდი მიზნებით ჩამოფრინდა– ვალენსიური მედია

ივლისი 6, 2021 08:37

ყველაზე ცნობილი ვალენსიური გამოცემა Super Deporte ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს, სტატიას უძღვნის.

როგორც იცით, მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

„გიორგი მამარდაშვილი უკვე “ვალენსიაშია”.ახალგაზრდა ქართველი დიდი მიზნებით ჩამოფრინდა – იშრომოს და ხოსე ბორდალასს თავი პირველივე დღიდან მოაწონოს. “ვალენსიას” მთავარ მწვრთნელს არჩევნის გაკეთება 4 გოლკიპერს შორის მოუწევს და მათ შორის მამარდაშვილიცაა. პრესეზონის დროს ის გიორგის აქტიურად დააკვირდება, რომელიც მომდევნო ოთხშაბათს, „სიუდად დეპორტივა დე პატერნაზე“ იწყება.

 

1.97 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელმა, რომელიც გუნდს თბილისის „დინამოდან“, იჯარით  შეუერთდა, ესპანეთში სახელი უკვე გაითქვა, როცა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, „გრანადას“ წინააღმდეგ საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა.

თავდაპირველად, გიორგი „ვალენსია ბ-ს“ შემადგენლობაში, მესამე დივიზიონში ითამაშებს, სადაც საკუთარი ფასის და სიძლიერის დამტკიცებას შეეცდება და ამავდროულად, ეცდება კლუბის მფლობელებს მისი შენარჩუნების. თუმცა ეს არის მხოლოდ თავდაპირველი ამოცანა, რადგან მისი ამჟამინდელი ღირებულება ქვედა ესპანურ დივიზიონებში თამაშს აღემატება.

„ვალენსიაში“ ამჟამინდელი სიტუაცია გუნდს გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. ბორდალასი პირველ მეკარედ იასპერ სილესენს განიხილავს, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი გაყიდვა გამოსარიცხი სულაც არ არის. თავის მხრივ, კრისტიან რივერომაც გაახანგრძლივა გუნდთან კონტრაქტი და კლუბმა მისი პირველ გუნდში დარჩენა დაადასტურა. ასევე, გუნდიდან წასვლას არც ხაუმე დომენეკი აპირებს.

გიორგი მამარდაშვილი უეფას 50 იმედის მომცემ ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთია:

“გიორგი  არ არის უბრალოდ რიგითი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკლებად განვითარებული ფეხბურთი დატოვა იმისთვის, რომ თავი ერთ-ერთ წამყვან ლიგაში მოესინჯა. 21-წლამდელთა ნაკრების წევრი თავის ქვეყანაში, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ გამოცდილია ევრო თასებზე. მას თავი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს მოსინჯული. მისი ასპარეზობა უეფასთვისაც არ დარჩა შეუმჩნეველი და დღესდღეობით, ის ევროპის 50 ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელებს შორის შედის”, – წერს გამოცემა.