სპორტ ექსპრესი

გიორგი წიტაიშვილმა ამხანაგურ მატჩში თავი გამოიჩინა

ივლისი 6, 2021 08:38

დინამო “კიევი” ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს განაგრძობს. უკრაინულმა გუნდმა “დივონთან” მესამე საკონტროლო მატჩი გამართა და ანგარიშით 5:0 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა ამ შეხვედრის 68-ე წუთზე მე-4 გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებისთვის დაეხმარა.

უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ბოლო საკონტროლო მატჩს 7 ივლისს შვეიცარიული “ლუცერნის” წინააღმდეგ გამართვას.