სპორტ ექსპრესი

გორის დილამ თბილისის დინამო დაამარცხა

ნოემბერი 7, 2021 00:24

ეროვნული ლიგის 33-ე ტურში თბილისის “დინამო” გორის “დილას” თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. თბილისელებმა ბათუმის “დინამოს” მიერ ქულების დაკარგვით მიღებული შანსი ვერ გამოიყენეს. მართალია, გორში მოგება რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ კახა ცხადაძის გუნდს დღეს ბრძოლისუნარიანობა აკლდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ბიძინაშვილმა გაიტანა. მეორე ნახევარი გორელთა დიდი უპირატესობით წარიმართა. “დინამომ” კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და კახა ცხადაძის გუნდი ძალიან სუსტად გამოიყურებოდა.

“დინამო თბილისს” 63 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერს ბათუმის “დინამოს” 5 ქულით ჩამორჩება.

 

გორის “დილამ” კი ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში 59 ქულით მესამე ადგილს იკავებს.