სპორტ ექსპრესი

ჰაკიმ ზიეჩი ჩელსის დატოვებს

აპრილი 12, 2021 22:26

ლონდონის „ჩელსი“ შესაძლოა ზაფხულში ჰაკიმ ზიეჩმა დატოვოს. მაროკოელ ფეხბურთელს ინგლისური გუნდში შეზღუდული სათამაშო პრაქტიკა აქვს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „არისტოკრატები“ ტომას ტუხელმა ჩაიბარა.

 

ზიეჩი ამ ფაქტით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვებას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა აფრიკელმა შემტევმა, რომელიც ლონდონში დიდი მოლოდინით გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ჰაკიმ ზიეჩმა „ჩელსის“ რიგებში ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.