სპორტ ექსპრესი

ჰარდენი ბოსტონში მიდიოდა, მაგრამ ჰიუსტინმა არარეალური მოითხოვა

იანვარი 15, 2021 19:31

BostonSportsJournal.com-ის ინფორმაციით, ბოსტონ სელტიკსი ჰიუსტონსთან, 2018 წლის MVP ჯეიმს ჰარდენის გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ მაშინ აწარმოებდა, როდესაც მან როკეტსს გაცვლა სთხოვა.

წყაროს ინფორმაციით, ტექსასელებმა „წვერას“ სანაცვლოდ ჯეილენ ბრაუნი, მარკუს სმარტი და რამდენიმე პირველი რაუნდის არჩევანი მოითხოვეს.

მასაჩუსეტსელთა გენერალურმა მენეჯერმა დენი ეინჯმა კი გადაწყვიტა, რომ ასეთი გაცვლა კლუბის ინტერესებში არ შედიოდა და ამის შემდეგ მათ ჰარდენის საკითხი აღარ განუხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯეიმს ჰარდენი ოთხმაგი გაცვლის შედეგად ბრუკლინ ნეთსში აღმოჩნდა, სადაც მას კევინ დურანტი და კაირი ირვინგი ელიან.