სპორტ ექსპრესი

ინფორმაცია, რომელსაც ყველა ელოდა - ცნობილია, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე

თებერვალი 13, 2021 15:24

საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში დაუბრუნდება. 

 

როგორც გენტის მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაეზბრუკმა განაცხადა, ქართველი ჯერ კიდევ ტრავმირებულია, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება და ის მოედანზე შესაძლოა, მალევე ვიხილოთ. 

 

"ჩაკვეტაძე ახლა უკეთესად გამოიყურება. მისთვის ბოლო ქირურგიულმა ჩარევამ საკმაოდ დადებითი შედეგი მოიტანა.

 

ახლა ის უფრო მეტს ვარჯიშობს და უფრო მეტს იღიმის. გიორგი ყოველდღიურად უკეთეს მდგომარეობაშია და ის შეშფოთება და იმედგაცრუება, რომელიც მას ჰქონდა, ნელ-ნელა უკან რჩება.

 

მოგვიწევს ჯერ კიდევ მოვითმინოთ და მისი მოედანზე დაბრუნება არ ვიჩქაროთ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ამ ხანგლძრივი პერიოდის შემდეგ,
 
 
რომელიც ჩაკვეს გაუცდა, პერსპექტივა გამოჩნდა", - თქვა ვანჰაუზბრუკმა.
 
 
"სპორტექსპრესი" შეეცადა დამატებითი ინფორმაციის გარკვევას. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, გიორგის მოედანზე სავარაუდოდ, მაქსიმუმ მარტის შუა რიცხვებში ვიხილავთ.