სპორტ ექსპრესი

"ის უარს მეუბნებოდა და მაცოფებდა, ერთ დღეს კი ასე დავითანხმე..." - როგორ გახდა რაკიტიჩის მეუღლე სუპერ სექსუალური რაკელ მაური

იანვარი 3, 2021 23:50

სევილიამ და ბარსელონას  სუპერვარსკვლავმა ივან რაკიტიჩმა  გაიხსენა სასაცილო ისტორია, თუ როგორ გაიცნო  მეუღლე და აღიარა, რომ მას "20 ან 30 ჯერ"  სთხოვა შეხვედრა, სანამ მან თქვა დიახ.

 

”არ ვიცი, როგორ ავხსნა ეს ... როდესაც დავინახე , თითქოს ბომბი აფეთქდა ჩემში.

 

ერთი კვირის შემდეგ, ნელ-ნელა დავიწყე ესპანურის (გერმანიდან ახალი გადასული ვიყავი ესპანეთში) სიტყვების სწავლა და თუ ვიჭედებოდი, ხელებით ვუხსნიდი, რისი თქმაც ვცდილობდი მისთვის.

 

"მას ეგონა, რომ ეს სასაცილო იყო. ის ამბობდა," მე ... ჯეინი. შენ ... ტარზანი ”.

 

"იმდენ ყავას ვსვამდი (ის ბარში მუშაობდა) , სასაცილო იყო 10-12 ფინჯანი დამილევია. ალბათ 20 ან 30-ჯერ ვკითხე თუ წამომყვებოდა პაემანზე, მაგრამ უარით მისტუმრებდა."

 

ერთ დღეს, რაკელმა საბოლოოდ ამიხსნა, რატომ არ მთამხმდებოდა . მან თქვა: შენ ფეხბურთელი ხარ. შენ შეიძლება მომავალ წელს სხვა ქვეყანაში გადახვიდე. Ბოდიში მაგრამ არა. 

 

გავცოფდი! ვიფიქრე ისეთ დაბალი დონის ფეხბურთელად მთვლის, რომ სევილიიდან მალევე გამიშვებენ, დღე და ღამე ვარჯიშზე გადავედი მინდოდა დამემტკიცებინა რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი ვარ და არავინაც არსად არ გამიშვებდა, ღამეები სავარჯიშო ბაზაზე გამითენებია, მართლა."

 

საბოლოოდ რაკელ მაური დათანხმდა რაკიტიჩთან ერთად ლანჩზე წასვლაზე, დანარჩენი კი ისტორიაა: ახლა ისინი დაქორწინებულები არიან ორი შვილით.