სპორტ ექსპრესი

კალაძე შოთა არველაძეზე: “ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის”

სექტემბერი 20, 2021 16:55

საქართვერლოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძის დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

კალაზე ამბობს, რომ არველაძეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა, მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თუ რამე წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა”, – განაცხადა კალაძემ.