სპორტ ექსპრესი

კეისუკე ჰონდამ ახალი კლუბი გადასვლიდან 5 დღეში დატოვა - კომიკური ისტორია, რომელზეც მთელი მსოფლიო იცინის და ხალისობს

თებერვალი 13, 2021 15:32

5 დღის წინ პორტუგალიურმა "პორტიმონენსემ" იუწყა, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით ცნობილი იაპონელი შემტევი კეისუკე ჰონდა დაიმატა, თუმცა მათი სიხარული ძალიან ნაადრევი აღმოჩნდა. 

 

აზიელ ფეხბურთელს პრიმეირა ლიგის აუტსაიდერი კლუბის დატოვება უკვე 5 დღეში მოუწია და აგიხნით ამის მიზეზი რა გახდა...

 

საქმე იმაშია, რომ ჰონდა 2020 წლის დეკემბრის შემდეგ გახლდათ თავისუფალი აგენტი, როდესაც ბრაზილიური "ბოტაფოგო" დატოვა. 

 

პორტუგალიის ჩემპიონატის წესების მიხედვით კი თავისუფალი აგენტი კლუბში ვერ ჩაირიცხება, თუ ის 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ რომელიმე გუნდის ღირსებას იცავდა. 

 

ეს ყველაფერი კი კეისუკესაც და გუნდსაც გამორჩათ, რის გამოც ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩდნენ. 

 

ახლა ჰონდა ახალი გუნდის ძიებაშია და ამბობს, რომ ოლიმპიადაზე იაპონიის ნაკრების რიგებში სურს ასპარეზობა. 

 

მას წარსულში ისეთ ცნობილ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "მილანი", მოსკოვის ცსკა და სხვა კლუბებია.