სპორტ ექსპრესი

ხუან ლაპორტე ფავორიტია, დიდი დაბრუნება ბარსელონაში

იანვარი 13, 2021 14:15

კატალონიაში დენთის სუნი ტრიალებს. მალე, ალბათ დიდი დაბრუნება მოხდება. საუბარია, „ბარსელონას“ ვაკანტურ საპრეზიდენტო სავარძელზე, რომელსაც უახლოეს ხანებში პატრონი გამოუჩნდება.

კატალონიური გრანდის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს არის ჩანიშნული. ამ საპატიო მისიისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს.

ტონი ფრეიშა, ვიქტორ ფონტა, ემილ რუსო და ხუან ლაპორტა. ეს ის კანდიდატები არიან, რომლებმაც კონკრეტული რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერები მოაგროვეს და ოფიციალურად დარეგისტრირდნენ.

ფეხბურთის და განსაკუთრებით „ბარსელონას“ ქომაგებს ხუან ლაპორტა პერსონა უცილებლად ეცნობოდათ. ის „ბლაუგრანას“ 2003-2010 წლებშიც მესაჭეობდა და არცთუ ურიგოდ. ნიშანდობლივია, რომ ლაპორტამ ყველაზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვების მთავარი ფავორიტია.

თავად ხუან ლაპორტა, გულშემატკივრებს „ბარსელონას“ ხელახალ აღორძინებას ჰპირდება.