სპორტ ექსპრესი

ხვიჩა კვარაცხელია: ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე… ეს სრული აბსურდია

აგვისტო 28, 2021 23:34

საქართველოს ნაკრებს უახლოეს მატჩებში ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.  ქართველმა შემტევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და  გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც მის მიმართ ბოლო დროს განხორციელდა და ტრავმასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ დაიჯერეს.

“ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე, რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის, რომ უბრალოდ არ ჩამოვდივარ, სრული აბსურდია! ყველაფერზე მეტად ახლა ჩემი ქვეყნის გვერდით დგომა მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ტრამვა ამის საშუალებას არ მაძლევს. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია კრიტიკოსებისთვის, არის მადლობა – ეს უფრო ძლიერს მხდის! მადლობა გვერდში დგომისთვის”, – წერს ხვიჩა.