სპორტ ექსპრესი

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის დრიბლიორების TOP 5-ში მოხვდა

სექტემბერი 7, 2021 00:18

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების ორი შეხვედრა კოსოვოსთან და ესპანეთთან გამოტოვა, ის კვლავ რჩება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის TOP 5 დრიბლიორში. ხვიჩამ ჯამში 25 დრიბლინგი განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ქართველ ფეხბურთელს 3 მატჩი აქვს ჩატარებული, მის კონკურენტებს კი უფრო მეტი.ხვიჩას 25 დრიბლინგიდან 15 წარმატებული გამოდგა, ამ მაჩვენებლით ის მე-7 პოზიციაზეა.

ხვიჩა ასევე ევროპაში საშუალოდ 3.7 მოგებული ორთაბრძოლებით ის მსოფლიოს შესარჩევ ციკლში მე-9 ადგილზეა.