სპორტ ექსპრესი

“ხვიჩა რუსეთიდან მალე წავა” ჯუღელი

მარტი 29, 2021 20:44

საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს კომენტარის გაკეთება რუსულ მედიაში სთხოვეს. Sport24-თან მან 20 წლის შემტევის შესახებ ისაუბრა.

 

„სევილიას“ ჯერ ოფიციალურად არ შემოუთავაზებია, ის „რუბინის“ ფეხბურთელია. მაგრამ, ცხადია, რომ ადრე თუ გვიან რუსეთის პრემიერლიგას დატოვებს. ამისთვის უნდა არსებობდეს სერიოზული წინადადება. მანამდე დაველოდებით, არსად გვეჩქარება. „რუბინში“ მას ყველაფერი აქვს, ვითარდება და პროგრესირებს.

გოლი ესპანელებთან? გოლიც არის და გოლიც, მაგრამ ძალიან კარგი იყო. ეს მისთვის დიდი სტიმულია, ესპანელებს გოლს ყოველდღე ვერ გაუტან. ამის მიუხედავად, სწრაფად დაივიწყებს ამ გოლს და გააგრძელებს მუშაობას, რათა უფრო მაგარი ფეხბურთელი გახდეს“, - თქვა ჯუღელმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მასზე დღეს ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მისი ამოცანა არა ხვიჩას გაყიდვა, არამედ შენარჩუნებაა.