სპორტ ექსპრესი

ხვიჩა რუსეთიდან მალე უნდა წავიდეს...

მარტი 3, 2021 11:10

ავტორიტეტულმა რუსულმა გამოცემა СПОРТ-ЭКСПРЕСС-მა ყაზანის რუბინის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა,, სადაც მისი აწმყო და მომავალი განიხილა:

მოსკოვის სპარტაკთან მატჩში, ხვიჩამ მონაწილეობა ყაზანელთა ორივე გოლში მიიღო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დამსახურებულად გახდა. ქართველი ისევ სხვებზე ხშირად ატყუებდა მეტოქეებს და ამწვავებდა თამაშს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, რუბინი ხვიჩას გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. კლუბში მკვეთრად ჩამოყალიბებული წესია: შუა სეზონისას გუნდის ლიდერები არ უნდა გაყიდონ, როდესაც მათი შეცვლის შესაძლებლობა არ არსებობს.

რუბინის ხელმძღვანელობა ქართველი მოთამაშის გაყიდვას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს. კლუბი კვარაცხელიას მეტად დაყოვნებას არ გეგმავს, მათი მენეჯერების აზრით, ის ევროპის ნებისმიერ გუნდში სათმაშოდ უკვე მზადაა.

კლუბს მსგავსი გამოცდილება სერდარ აზმუნთან დაკავშირებით ჰქონდა, რომელსაც ევროპაში გასამგზავრებლად მიზანმიმართულად ამზადებდნენ, მოლაპარაკებებს ინგლისურ კლუბებთან აწარმოებდნენ, თუმცა დაახანეს და საბოლოოდ კონკურენტ ზენიტს მიჰყიდეს.

ჩაგდებული 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ყაზანელებს სხვა წინადადება უბრალოდ არ ჰქონდათ.

ხვიჩას შემთხვევაში ამ გამოცდილებას გაითვალისწინებენ. ფეხბურთელის გაყიდვა მაშინაა საჭირო, როდესაც მასზე მოთხოვნაა და ის ევროპაში გადასასვლელად მზადაა.

გასულ წელს რუბინს ოფიციალური დოკუმენტით მხოლოდ კრასნოდარმა მიმართა – ისინი მზად იყვნენ ხვუჩაში 10 მილიონი ევრო გადაეხადათ და ნახევარწლიანი იჯარით დაეტოვებინათ. მაშინ ყაზანელებმა უარი განუცხადეს: მათ არ სურთ ხვიჩას რუსეთში გაყიდვა და ევროპულ ტრანსფერს გეგმავენ.
დიდი ალბათბით, რუბინი კვარაცხელიაზე წინადადებების განხილვას 15 მილიონი ევროდან დაიწყებს. ამ ზღვარს ქვემოთ წინადადებას ისინი უბრალოდ არც განიხილავენ, თუ რა თქმა უნდა, მადრიდის რეალი ან ბარსელონა არ მიმართავენ.

ჩვენი მონაცემებით, რუბინს გადაწყვეტილი აქვს, მომავალ ხელშეკრულებაში კვარაცხელიას შემდგომი გაყიდვის თაობაზე პუნქტი შეატანინოს, როგორც ეს აზმუნის შემთხვევაში მოხდა – 20%. ასეთივე ოფციას ჩართავენ ხვიჩას გარიგებისას (20-25%). ასე რომ, რუბინი ამ პუნქტით ნებისმიერ შემთხვევაში კვარაცხელიას ტრანსფერზე 15-20 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს.

ამიტომ კომპენსაციის თანხაზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, რომელ კლუბში გადავა ხვიჩა. თუ ისეთ გუნდში მოხვდება, სადაც პროგრესირებას განაგრძობს და ახალ დონეზე გავა, მაშინ რუბინი კიდევ უფრო მეტს გამოიმუშავებს.

კლუბში მოელიან, რომ სერიოზულ ევროპულ გუნდში შთამბეჭდავი სათამაშო მონაკვეთის მერე ხვიჩას ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და რამდენიმე წლის შემდეგ მორიგი ტრანსფერისას დამატებით დაახლოებით 10 მილიონს მიიღებენ.

რუბინს ხვიჩაზე ოფიციალური წინადადება არ მიუღია. ინტერესი ჯერ კიდევ მხოლოდ საუბრებისა და მიმართვების დონეზეა. ხვიჩათი აქტიურად დაინტერესებულები არ არიან იტალიის ჩემპიონატის წამყვანი და ევროპის ტოპ 5 ლიგის სხვა გუნდები.

კვარას ქართულ პასპორტთან დაკავშირებით სირთულე არსებობს, რომელიც საშუალო დონის ნაკრებს წარმოადგენს. საქართველომ ვერ შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, სადაც 24 გუნდი ითამაშებს. ეს ხელს უშლის მოლაპარაკებებს იმავე შუამავლებთან, რომლებიც დიდი საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლების – ესპანელი, ფრანგი, ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობას ანიჭებენ უპირატესობას.

რუბინისა და ხვიჩას მთავარი ამოცანაა – კარიერის ისეთი ვარიანტის მოძებნა, სადაც განვითარებას განაგრძობს. ბაიერნისა და ლივერპულის დონის ტოპ-კლუბებისთვის კვარაცხელია, როგორც ამბობენ მზად არ არის (ავტ. შენ. საინტერესოა რატომ?!).

რუბინში ეს ესმით და ამიტომ შუალედურ ვარიანტზე არიან მიზანმიმართულნი, რომელიც ტრამპლინი გახდება. ისეთი გუნდი, რომელიც მედლებზე კი არა, ევროთასებზე გასვლაზე აცხადებს პრეტენზიას – ეს ისაა, რაც დღეს ხვიჩას სჭირდება.

კვარაცხელია თებერვლის დასაწყისში 20 წლის გახდა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგაში თავს უკვე შევიწროებულად გრძნობს. ამ სეზონში ნებისმიერ სხვაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

“ხვიჩა თითქოს სხვა ლიგიდანაა”, – თქვა სპარტაკის დამარცხების განაცხადა რუბინის გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა.

კვარაცხელიას ოცნება რეალია, რომელსაც ბავშვობიდან თავგამოდებით გულშემატკივრობს და FIFA-შიყოველთვის „სამეფო გუნდით“ თამაშობს.

ახალგაზრდა ქართველი მომავალში მადრიდში თამაშს იმედოვნებს. ამ მიზნის ასასრულებლად კი რუსეთიდან რაც შეიძლება მალე უნდა გაემგზავროს.