სპორტ ექსპრესი

“ ხვიჩას ეგონა რომ უბანში ფეხბურთს თამაშობდა...” სახალისო ისტორია კვარაცხელიაზე

იანვარი 18, 2021 16:35

ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დმიტრი ტარასოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან რუსულ მედიას განუცხადა, ხვიჩა „რუბინში“ დაღვინებული ფეხბურთელი გახდა. ტარასოვი, მასთან ერთად მოსკოვის „ლოკომოტივშიც“ თამაშობდა და ამიტომაც, მისთვის შედარების გაკეთება ადვილი გამოდგა.

 

 

„მასთან ხშირად ვსაუბრობდი, მაგრამ ეს რთული იყო, რადგან ჯერ კიდევ არ იცის კარგად რუსული. ეს ბარიერი აქვს. ერთხელ, სლუცკიმ ხვიჩას შეცდომაზე მიუთითა, კვარამ საპასუხოდ თავი დაუქნია. მერე სლუცკიმ ჰკითხა მას: „ხვიჩა, გაიგე რა გითხარი?“ მან უპასუხა, რომ დიახ, რაზეც სლუცკიმ თქვა: „გაიმეორე ყველაფერი, რაც ვთქვი“. ხვიჩამ მას პასუხი ვერ გასცა. კარგი ურთიერთობა გვქონდა, ხშირად მპატიჟებდა ქართულ რესტორანში და იქ ვსაუბრობდით.

„ლოკომოტივიდან“ მახსოვს. მაშინაც აშკარა იყო, რომ ბიჭს ტექნიკა, სისწრაფე, თამაშის სურვილი, გოლების გატანის დიდი სურვილი ჰქონდა. „ლოკოში“ მას არ ესმოდა, რომ ეზოს ფეხბურთი არ უნდა ეთამაშა. აქ არ შეიძლება ბურთი მიიღო და ყველა მოატყუო. აქ არის გუნდი, უნდა გესმოდეს, როდის გააკეთო დრიბლინგი და როდის პასი. „რუბინში“ უფრო დაღვინებული მოთამაშე ვნახე, რომელიც გაიხსნა, ისწავლა პასით თამაში. ღმერთმა მას ყველაფერი საუკეთესო მისცეს“, - თქვა ტარასოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია 2019-2020 წლების სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო 2020 წელს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად. მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს საკუთარ ანგარიშზე ჩაწერილი.