სპორტ ექსპრესი

“ხვიჩას თამაში აქ უფრო გაუმარტივდებ...”- სიომინი

აპრილი 7, 2021 00:37

ლეგენდარულმა რუსმა სპეციალისტმა, მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა, გამოცემა russian.rt-სთან ინტერვიუში ახალგაზრდა ქართველ ტალანტ ხვიჩა კვარაცხელიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ის ადრე შედეგიანობით არ გამოირჩეოდა. რატომ შეიცვალა სიტუაცია?

ვთვლი, რომ ადრე ცოტა გოლი არ გაჰქონდა და საგოლე პასებსაც აძლევდა პარტნიორებს. მოდით, ნუ
დავივიწყებთ, რომ ბიჭი იზრდება. “ლოკომოტივში” 18 წლისა მოვიდა, ახლა კი 20 წლისაა. ამასთან მისი ტექნიკური ოსტატობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. კიდევ დიდი პოტენციალი აქვს.

 

ჩანს, რომ მან სლუცკისთან დაცვაში მუშაობის მხრივაც მოუმატა.

პრინციპში, ის ამ სამუშაოს საჭირო მოცულობით ყოველთვის ასრულებდა. ამ მხრივ პრობლემა არასოდეს წარმოშობილა. განაპირა მცველის პოზიციაზეც კი თამაშობდა. ხვიჩას დაცვაში მოქმედების პოტენციალიც ასევე საკმაოდ კარგი აქვს. უბრალოდ ახლა ფიზიკურად შესამჩნევად მოუმატა, უფრო ძლიერი და გამძლე გახდა.

მზადაა თუ არა ქართველი ძლიერ ევროპულ ჩემპიონატში გასამგზავრებლად?

ვფიქრობ, “რუბინში” თავად ჩამოყალიბდებიან და გადაწყვეტილებას მიიღებენ, თან კვარაცხელიას აზრსაც გაითვალისწინებენ. მთავარია გესმოდეს, სად მიდიხარ და შენგან რა უნდათ. უნდა იცოდე, სჭირდები თუ არა ახალი გუნდის მწვრთნელს და მოგიაზრებს თუ არა შემადგენლობაში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილების მიღება შეიძლება.

მედია მას სერია А-ს ტოპ-კლუბებში აგზავნის. მზადაა იქ ასეთ დონეზე ითამაშოს? მაგალითად, ალექსეი მირანჩუკი ატალანტაში სათადარიგოთა სკამზე ზის.

მე ვერ ვიტყვი, რომ მილანი უფრო ძლიერია. ვფიქრობ, ხვიჩასთვის უფრო ადვილი იქნება ძირითადში დამკვიდრება, ვიდრე მირანჩუკისთვის ატალანტაში. თუმცა, იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთულია.

ვფიქრობ, მას ესპანური ლა ლიგა ან ნიდერლანდების ერედივიზიონი უფრო შეეფერება. ამ ქვეყნებში უფრო შემტევი ფეხბურთია და იქ თავის მთელ პოტენციალს გამოავლენს, მაგრამ ბევრი რამ გუნდზე იქნება დამოკიდებული. მთლიანობაში, გავიმეორებ, ყველაფერი თავად ხვიჩას ხელშია. ის მტკიცე და შეუპოვარი ბიჭია. ვფიქრობ, ყველაფერი გამოუვა, – დაასრულა იური სიომინმა.