სპორტ ექსპრესი

კვარაცხელიამ ახალი სვლები უნდა მოძებნოს - რუსი კომენტატორი ხვიჩას პრობლემაზე ალაპარაკდა

სექტემბერი 24, 2021 12:13

სპორტ-ეკსპრესში“ ილია კაზაკოვის სვეტი გამოქვეყნდა – ცნობილი კომენტატორი, რუსეთის ნაკრების ყოფილი პრესატაშე ამტკიცებს, რომ ბოლო ტურში ყაზანის „რუბინმა“ პეტერბურგის „ზენიტთან“ იმიტომ წააგო, რომ ხვიჩა კვარაცხელია მეტოქეებმა კარგად შეისწავლეს.

„ჯორჯ დესპოტოვიჩი ამჟამად არ არის საუკეთესო მდგომარეობაში – არც ხვიჩა. კვარაცხელიას სხვა სახის პრობლემა აქვს – ქართველი მოწინააღმდეგეებისთვის გასაგები გახდა. ხალხმა უკვე იცის, მას წინ როგორ დაუდგეს. თავდამსხმელმა უნდა მოძებნოს ახალი სვლები, მაგრამ ისინი ჯერ არ ჩანს. და როდესაც „რუბინის“ ლიდერები ფორმაში არ არიან, მაშინ მთელი გუნდიც ვერ თამაშობს“, – წერს ილია კაზაკოვი.

ქართველი გაშიფრეს თუ, ელემენტარულად, ევროპაში არგაშვების გამო დაკარგა მოტივაცია, ეს ჯერ კიდევ საკითხავია და ამაზე პასუხს უახლოესი მომავალი გაგვცემს.

ყაზანის „რუბინის“ მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიამ „ზენიტთან“ კარგად იმიტომ ვერ ითამაშა, მეტოქის მცველები ეუხეშებოდნენ, რაზეც მსაჯმა რეაგიორება არ მოახდინა.

 

წყარო : პირველი არხი