სპორტ ექსპრესი

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ინგლისური კლუბი ჩაერთო

ივნისი 15, 2021 15:05

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ინგლისური კლუბები „ლიდს იუნაიტედი“ და „ევერტონი“ იბრძვიან.

Sportitalia-ს ჟურნალისტი, რუდი გალეტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 20 წლის ქართველი შემტევი სავარაუდოდ, რუსეთში არ დარჩება და კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. გალეტის მტკიცებით, „ლიდსის“ შემდეგ „ევერტონიც“ სერიოზულად დაინტერესდა და “ლიდსთან” ბრძოლა გააჩაღა, ხოლო გარიგების დახურვა 20-25 მილიონი ევროს ფარგლებში შესაძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. ის რუსეთის პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ ორჯერ დასახელდა.