სპორტ ექსპრესი

ლევან კობიაშვილი შალკეს 21-ე საუკუნის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ნოემბერი 13, 2021 23:54

fussballtransfers.com-მა “შალკეს” 21-ე საუკუნის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ლევან კობიაშვილი მარცხენა მცველის პოზიციაზე შეიყვანა. კობიაშვილი “შალკეში” 2003 წელს, “ფრაიბურგიდან” გადავიდა და 233 მატჩი 17 გოლი გაიტანა და 22 საგოლე პასი შეასრულა.

შალკეს საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში კობიაშვილთან ერთად ისეთი ფეხბურთელები მოხვდნენ, როგორებიც არიან მანუელ ნოიერი, რაფინია და ლეონ გორეტცკა.

შალკეს 21-ე საუკუნის სიმბოლური ნაკრები:ნოიერი – რაფინია, ჰიოვედესი, ბორდონი, კობიაშვილი – გორეტცკა – ფარფანი, ასამოა – რაული – ჰუნტელაარი, სანდი.