სპორტ ექსპრესი

“ლოკომოტივმა” რუსები გაანადგურა

თებერვალი 14, 2021 18:50

თბილისის „ლოკომოტივმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა რუსულ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართა. მართალია, მოსკოველებმა მეორე შემადგენლობა დააყენეს, მაგრამ შედეგი მოულოდნელი და სასიხარულოა – თბილისელებმა 4:0 მოიგეს.

„იმედია, მსაჯი თამაშს დროს არ დაამატებს“, – რუსული კლუბის კომენტარორის ეს სიტყვები ასახავს მატჩის მსვლელობას, რომელშიც თბილისელები უპირატესობასაც ფლობდნენ და რაც მთავარია, კლასით მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ.

32-ე წუთზე ულად ომარ იმრანმა მეკარეს კარიდან წინ გამოსვლა არ აპატია და ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო 1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გადაცემა ვიტალი ლისცოვმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 56-ე წუთზე მოსკოველთა კარი კიდევ ერთხელ იმრანმა აიღო – თბილისელთა მაროკოელმალეგიონერმა რატი მჭედლიშვილის ფლანგური გადაცემა შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა და დუბლი შეასრულა. ხოლო 79-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვიდან ირაკლი სიხარულიძემ მეოთხეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:0 თბილისელთა სასარგებლოდ.