სპორტ ექსპრესი

ლუის ენრიკე: ხვიჩა თუ ასე გააგრძელებს, დიდ კარიერას ვუწინასწარმეტყველ

მარტი 28, 2021 22:51

საქართველოსთან ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოგებული მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

„როგორც ვთქვი, ძალიან რთული თამაში გველოდა და ასეც მოხდა. საქართველოს ძალიან კარგი, დაცვითი გუნდი ყავს. ყველანაირად ვეცადეთ, რომ თამაში შემოგვებრუნებინა და მოვიგეთ კიდეც.

რა თქმა უნდა, თქვენი ნაკრები იზრდება მატჩიდან მატჩამდე. შვედეთთან მატჩის შემდეგ თქვენი დაცვა კიდევ უფრო ძლიერები იყვნენ. შეგეძლოთ კიდევ უფრო მეტი გოლი გაგეტანათ.

 

რა თქმა უნდა, საქართველოს უპირატესობა სახლში თამაშმა და გულშემატკივარმაც მისცა. კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდაა და თუ ასე გააგრძელებს, დიდ კარიერას ვუწინასწარმეტყველებ.“ – განაცხადა ენრიკემ.