სპორტ ექსპრესი

მამარდაშვილს შეუძლია მშვიდად ელოდოს თავის შანსს – ესპანური მედია

ნოემბერი 2, 2021 13:27

ესპანურმა გამოცემამ AS-მა “ვალენსიას” მეკარეების გიორგი მამარდაშვილის და სილესენის ამჟამინდელ სიტუაციას სტატია მიუძღვნა.

“ამ სეზონში იყო გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე სტარტი, რის გამოც ნიდერლანდელი სათადარიგოთა სკამზე მოხვდა. სილესენი პირველი მეკარე იყო და მან ეს საჯაროდაც განაცხადა. მაგრამ ეს იყო მანამდე სანამ მამარდაშვილი გაიბრწყინებდა, რაც ძალზე მოულოდნელი იყო. მწვრთნელი ორივეს ძალიან მაღალი დონის მეკარედ მიიჩნევს და აფასებს. იასპერი აგრძელებს თამაშს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს ქართველი გოლკიპერის სასარგებლოდ.

მამარდაშვილს შეუძლია მშვიდად ელოდოს თავის შანსს, რადგან მან იცის, რომ ბორდალასი ენდობა. მან უნდა იცოდეს, რომ ცვლილება ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მოხდეს”, – წერს გამოცემა.