სპორტ ექსპრესი

მამუკა გორგოძემ RugbyPass-ის გამოკითხვაში გაიმარჯვა!

დეკემბერი 12, 2021 12:20

RugbyPass-მა მამუკა გორგოძე რაგბის დიდების დარბაზის ყველა დროის 12 საუკეთესო რვა ნომერში შეიყვანა.

ქართველ მორაგბესთან ერთად მოხვდნენ: კირან რიდი, ზინზან ბრუკი, სერ უეინ შელფორდი, როდნი სო’ოიალო, დუეინ ვერმიულენი, ბობი სკინსტადი, ლოურენს დალალიო, სებასტიენ შაბალი, სერჯიო პარისე, სკოტ ქვინელი, პიერ სპისი.

RugbyPass-მა ფანების გამოკითხვა ჩაატარა, რომელთაც 12-დან ერთი მორაგბე უნდა შეერჩიათ, ვინც პირველ XV-ში მოხვდებოდა. ფანების არჩევანი მამუკა გორგოძე გახდა, რომელმაც 1508 ხმა მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ მამუკა გორგოძემ საქართველოს ნაკრებში 75 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 27 ლელოა.

ქართველი მორაგბე სხვადასხვა დროს, “ლელოში”, “მონპელიეში” და “ტულონში” თამაშობდა.