ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში "მანჩესტერი" "კრისტალ პალასს" ეწვია და ნულოვანი ფრე ითამაშა.
ეს მიმდინარე შედეგში "იუნაიტედისთვის" მე-14 საგარეო მატჩი გახლდათ, აქედან კი არცერთ მათგანში არ დამარცხებულან, რითიც "ლიდსის", "ლივერპულისა" და ლონდონის "არსენალის" რეკორდი გაიმეორეს.
ამას გარდა, "წითელმა ეშმაკებმა" 2004/05-წლებისა და 2016/17-წლების სეზონის საკუთარი შედეგი გაიმეორეს, რაც გასვლით მატჩებში 6 უგოლო ფრეს გულისხმობს.