სპორტ ექსპრესი

"მარსელმა" მატეო გენდუზი ინათხოვრა

ივლისი 7, 2021 11:22

"მარსელმა" ლონდონის "არსენალიდან" 1-წლიანი იჯარით 22 წლის ნახევარმცველი მატეო გენდუზი ინათხოვრა. 

 

"ოლიმპიკს" ეს სიამოვნება 1 მილიონი ევრო დაუჯდა, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება მიიღო და ამის გაკეთება 11 მილიონ ევროდ შეეძლება. 

 

გენდუზი გასულ სეზონშიც გახლდათ განათხოვრებული, მან ბერლინის "ჰერტაში" 24 მაჩტში ითამაშა და თავი 2 გოლსა და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა.