სპორტ ექსპრესი

მარტვილის მერანმა ოთხი ფეხბურთელი დაიმატა

იანვარი 14, 2022 11:30

მარტვილის “მერანმა” თორნიკე მუზაშვილი, ლაშა ჩალაძე, ლევან წოწონავა და მალხაზ გაგოშიძე დაიმატა. ინფორმაციას მეგრული გუნდი სოციალურ ქსელშო ავრცელებს.

მარტვილურმა გუნდმა დღეს კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა, ცოტნე მონიავას გუნდმა პაპუნა ფონიავა დაიმატა.

თორნიკე მუზაშვილი მეგრულ გუნდს “ვიტ ჯორჯიადან” შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხურთელმა გასულ სეზონში, თბილისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

ლაშა ჩალაძე ცოტნე მონიავას გუნდს ქუთაისის “ტორპედოდან” შეუერთდა. ვეტერანმა ნახევარმცველმა იმერული კლუბის მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

ლევან წოწონავა მარტვილურ გუნდს ლაშა ჩალაძის მსგავსად, ქუთაისის “ტორპედოდან” შეუერთდა. ახალგაზრდა ნახევარმცველს “მერანში”, აქამდე 2020 წელსაც უთამაშია.

მალხაზ გაგოშიძე ცოტნე მონიავას გუნდს ბათუმის “დინამოდან” შეუერთდა. გამოცდილმა მცველმა გასულ სეზონში, ზღვისპირელთა მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.