სპორტ ექსპრესი

“მას ჩვენთან თანამშრომლობა ძალიან გაუხარდა” ლევან კობიაშვილი

თებერვალი 16, 2021 13:32

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს.

43 წლის ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

ახალი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა.

 

ძალიან გვიხარია, რომ მასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. სანიოლი როგორც ფეხბურთელი საკმაოდ წარმატებული იყო და თუ გადავხედავთ მის სამწვრთნელო კარიერას, იყო საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, ბორდოსი… საკმაოდ გამოცდილია. ის თვლის, რომ მისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და ესეც გვახარებს.

რაც შეეხება კონტრაქტს: ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება დიდხანს იყოს ის ჩვენთან. პირველ ეტაპზე, მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ კონკრეტული ამოცანებით. შესაბამისად, თუ ეს ამოცანები შეასრულა, კონტრაქტი გახანგრძლივდება. ანუ 2+2…

21-ში საქართველოს სუპერთასია. ვილი საქართველოში იქნება, დაესწრება თამაშს, აქტიურადაა ჩართული, ყველანაირი ინფორმაცია აქვს. მისი სურვილია, რაც შეიძლება მეტხანს იყოს საქართველოში, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ადგილობრივებსა და ლეგიონერებზე.

წინ მსოფლიო შესარჩევის ეტაპია. ჩვენი მიზანი ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილია და მთავარ მწვრთნელსაც ეგ დავუსახეთ მიზნად. მომდევნო წელს ერთა ლიგის ახალი გათამაშება იწყება, ც დივიზიონში ვართ და მიზანი ამ დივიზიონის მოგებაცაა.

ეს არის მთავარი მწვრთნელისა და გუნდის მიზანი უახლოეს 2 წელიწადში – 2021 წელს მესამე ადგილი, 2022-ში კი ც დივიზიონის მოგება, – განაცხადა კობიაშვილმა.