სპორტ ექსპრესი

„მერაბმა ისე მცემა, რომ იანთან შეხვედრაზე უარი ვთქვი“ – ალჯო სტერლინგის საინტერესო აღიარება

ოქტომბერი 22, 2021 21:59

UFC-ის ქვემსუბუქი კატეგორიის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა პიოტრ იანთან მატჩ-რევანშის გაუქმების შესახებ ისაუბრა.

ამეიკელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ბრძოლიდან მერაბ დვალიშვილის გამო ჩაეხსნა.

„ჩემმა მწვრთნელმა, რეი ლონგომ მითხრა, რომ ასეთი გაღიმებული დიდი ხანი არ ვყავდი ნანახი. ვუპასუხე, რომ სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე, რადგან სპარინგ მატჩში მერაბმა მაგრად მცემა. ის ძლიერი მებრძოლია და მასთან ხშირად ვმართავ ბრძოლებს, მაგრამ ასე არასდროს დავუჩაგრივარ.

 

ამის შემდეგ რეიმ მითხრა, რომ მერაბი ფორმის პიკში იყო, რაზეც ვუპასუხე, რომ წარსულში, როდესაც ის ასევე ფორმის პიკში არაერთხელ ყოფილა, ასე ჩემს ცემას ვერ ახერხებდა. ამის გამო იმ დასკვნამდე მივედით, რომ პიოტრ იანთან ორთაბრძოლიდან ჩახსნა აუცილებელი იყო“, – იხსენებს სტერლინგი.

იანსა და სტერლინგს შორის UFC-ის ქვემსუბუქი კატეგორიის მატჩრევანში იანვარში უნდა გამართულიყო, თუმცა სტერლინგმა ბრძოლის გამართვაზე უარი თქვა. მისივე თქმით, მიზეზი პოსტოპერაციული მდგომარეობა გახდა, რომლის მიხედვითაც ის სპორტული ფორმის აღდგენას ვერ ასწრებდა.